- პროექტის სახელი:"ქართველნო ერთად ღვთისაკენ! "
- მოკლე აღწერა:ვუყურებთ რა ჩვენი ქვეყნის ორიათასწლოვან ქრისტიანულ წარსულს ქართულ კულტურასა და ტრადიციებს, გვჯერა რომ ამ გზას უნდა მიუყვეთ კვლავაც, გზას წინაპართა გაკვალულსა და ღვთისგან კურთხეულს.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მართლმადიდებლური ცხოვრების წესის დანერგვა,ზრუნვა ჭეშმარიტი ცოდნის, სიკეთის,სიყვარულის, მიმტევებლობის, ურთიერთთანადგომის,ერთობის, ქრისტიანული ზნეობის განმტკიცებისათვის,ეს არის ქართველი ერის სულიერი სიწმინდის საფუძველი, ქართული ეროვნული ცნობიერების მრავალსაუკუნოვანი ბუნებრივი გზის გაგრძელება, ჩვენი ხსნა. ქართველმა ხალხმა მთელი გულისყური დედა ეკლესიის ხმას უნდა მიაპყროს, უდიდესი გულისხმიერებით ჩაწვდეს საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრის, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის ღვთივსულიერ სიტყვებს: "ქართველნო ერთად ღვთისაკენ" და თუ ჩვენ ამ გზით ვივლით, უთუოდ გავიმარჯვებთ.
- მონაწილეთა ასაკი:12_13 წელი
- ვადები / ხანგრძლივობა:2–3 თვე
- მნიშვნელობა / აქტუალობა:ღვთის მადლი და ტაძრისაკენ მიმავალი გზა უამრავ ადამიანს გაუღვიძებს და გაუღრმავებს ღვთისადმი რწმენას.
- მიზნები და შედეგები:ჩვენი პროექტის მიზანი რწმენის იმ მარცვლის გაღვივებაა, რომელიც თქვენს გულს მოხვდება, დაე ეს მარცვალი ნაყოფით დახუნძლულ ხედ გადაქცეულიყოს...
- შეფასების საგანი და პროცედურები:ღვთისადმი რწმენა და სიყვარული. (გაბრიელ ბერის სიტყვებით, ღმერთ არის სიყვარული. ერთმანეთის სიყვარული უნდა ვისწავლოთ,ნურავის ეგონება, რომ სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია, სიყვარული ისწავლება და ყველამ უნდა ვისწავლოთ.)
- რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ:მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ქრისტიანული ეკლესიის მთელი ისტორია ერთი მთლიანი ბრძოლაა ჭეშმარიტების დასაცავად.
- სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული,კომპიუტერი
- სასწავლო პროექტის მსვლელობა:1) პროექტზე მუშაობას დავიწყებთ მოძღვრის კურთხევით.2) მხატვრული ღონისძიების ჩატარება თემაზე:"ქართველი წმინდანები" 3) ჩვენს სოფელში არსებულ კვირაცხოვლის ეკლესიაში განხორციელებულ წირვა–ლოცვაზე დასწრება. 4) მოძღვართან გასაუბრება.
- საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
- მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
- სამუშაო ენა:ქართული
- სარგებელი სხვებისთვის:გვჯერა რომ პროექტის განცნობის შემდეგ მოსწავლეები მეტად ირწმუნებენ უფლის არსებობას, აგრეთვე შეეცდებიან სულის გაწმენდას, აღარ შეაშინებთ განვლილი გზა. იწამებენ უფლის გულმოწყალეობას. იგი ხომ ყველა ცოდვას შეუნდობს, თუკი მას წრფელად მოინანიებს კაცი.
- პროექტის ავტორი:ჟანა ტაბახმელაშვილი
- ავტორის ელ. ფოსტა: jana4477mariami@gimail.com
Tuesday, June 22, 2010
"ქართველნო ერთად ღვთისაკენ! "
Subscribe to:
Posts (Atom)